ინტერის პრეზიდენტი მასიმო მორატი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ფინალში რეალს შეხვდება. როგორც ჩანს, იტალიელებს ყოფილ მწვრთნელთან შეხვედრა და ანგარიშის გასწორება სურთ.ყველაფერთან ერთად, თასის მიმდინარე მფლობელების ბოსმა ფეხბურთელებს საბრძოლოდ მოუწოდა და განაცხადა, რომ შალკესთან მეოთხედფინალში თამაში რთული იქნება:
თუ მოწინააღმდეგეს რეალურად არ შევაფასებთ პრობლემები ამით ისევ ჩვენ შეგვექმნება. მე მახსენდება შალკე ინტერის ფინალი 1997 წელს, სადაც ადვილი მოსაგები გვეგონა მატჩი, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა რომ პენალტებში მოწინააღმდეგემ გვძლია. არ მსურს წელსაც იგივე განმეორდეს, მინდა თითოეული ფეხბურთელი რევანშის აღების სურვილით იყოს შეპყრობილი.
ინტერი მიეჩვია რამდენიმე რთული თამაშის ჩატარებას ზედიზედ და ამით წინ მივიწევთ. გამიხარდება ფინალში თუ გავალთ, ამის შანსი ნამდვილად არსებობს.
მინდა ინტერი რეალის ფინალი ვიხილო. ეს უბრალოდ ინტერესია იმის, შეძლებს თუარა მაურინიო იგივეს გაკეთებას, რაც ჩვენს შემთხვევაში შარშან მოხდა. თუ მას ეს გამოუვა, ვაღიარებ რომ განუმეორებელია!
|