მილანის ინტერის ნახევარმცველი, ტიაგო მოტა, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული და გაზრდილი, ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. 28 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კარგა ხნის წინათ გამოთქვა "სკუადრა აძურას” მაისურით თამაშის სურვილი, ახალი ამბის გაგების შემდეგ სიხარულს ვერ მალავს. "იმედი მაქვს, ნაკრებში პირველ მატჩს კარგად ჩავატარებ. ამ ემოციას ვერაფერს შევადარებ. იტალიის ნაკრებში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია და ყველაფერს ვიზამ, რომ იმედები გავამართლო. "სკუადრა აძურას” მაისურის მორგება ჩემი ოცნება იყო. ამდენი წლის შემდეგ, ოცნების ასრულების საშუალება მომეცა და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ თავს იტალიელად ვგრძნობ. ჩემი წინაპრები იტალიელები იყვნენ. ამ ქვეყანაში დაბადების ბედნიერება არ მქონია, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ იტალიელი ვარ” – ციტირებს მოტას სიტყვებს Football Italia.
xo magram brazilia ar aris am kacis girsi msoflioze vigac xiri melo waiyvanes romelmac mag wels araferi mougia da magari sirulad itamasha da motam yvela turniri moigo da ar miiwvies
brazilia ki undoda tvitonac magram ar daudzaxes da gadawyvita amanac rom italiashi eta,asha, tan am poziciaze xalxi cheirdebat italielebs da itokshi unda gaamartlos raa, dges vnaxot aba rogor gvasaxeleben chveni interelebi torem sul mkidia italiis nakrebi, me braziiils baleshiki var saqartvelostan ertad