მილანის ინტერის ბრაზილიელ ნახევარმცველს, ტიაგო მოტას იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს.
ამ თემაზე, იტალიის ნაკრების დამრიგებელს, ჩეზარე პრანდელის უკვე ვესაუბრე. თუკი ის "სკუადრას” რიგებში თამაშის უფლებას მომცემს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ იტალიური ფესვები მაქვს. მითუმეტეს, ვეროპაში 15 წლის ასაკიდან ვცხოვრობ” - ციტირებს მოტას Football Italia.
28 წლის მოტა, "ინტერში” 2009 წლიდან თამაშობს და ამ გუნდის მაისურით, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 32 მატჩი, 7 გოლი გაიტანა.
|