ხუთშაბათს დილით, იტალიურმა გამოცემამ Il Corriere dello Sport-მა გვამცნო იმის შესახებ, რომ რომას ახალმა ხელმძღვანელმა ტომას დი ბენედეტომ შეიძლება შესთავაზოს პორტუგალიელ სპეციალისტს ჯალოროსის მთავარი მწვრთნელის პოსტი.
თუ მე ვალდებული ვიქნები დავტოვო რეალი, მაშინ სიამოვნებით დავბრუნდებოდი იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში. მაგრამ არასდროს არ წავალ ჩემი ყოფილი გუნდების მტრებთან.
მაგალითად, მე არასდროს არ გავხდები ბარსელონას ან იუვენტუსის მწვრთნელი, მას შემდეგ, რაც რეალსა და ინტერს ვხელმძღვანელობდი, - განაცხადა მოურინიომ.
|