მადრიდის "რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო მილანის "ინტერის” პლეიმეიკერის – უესლი სნეიდერის ესპანეთში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი ლუკა მოდრიჩის ალტერნატივად განიხილება. მოგეხსენებათ, "რეალსა” და "ტოტენჰემს” შორის მოლაპარაკებები საკმაოდ გაიწელა და თუკი გარიგება არ შედგება, მადრიდელები სნეიდერზე გადაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში, ჟოზე მოურინიო და უესლი სნეიდერი "ინტერში” ერთად მუშაობდნენ
.
|