შშ-ში ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Sporting Intelligence-მა მსოფლიოს ყველა სპორტის სახეობის გუნდებში არსებული ხელფასების მიხედვით კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ საუკეთესო 10 გუნდიდან 7 საფეხბურთო, ერთი საკალათბურთო, ხოლო 2 ბეისბოლის გუნდია.
რეიტინგი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ასახავს იმას, თუ რა რაოდენობის ჯამაგირს უხდის გუნდი ფეხბურთელს საშუალოდ და არა – იმას, თუ რას შეადგენს ყველა ფეხბურთელის ანაზღაურების საერთო მაჩვენებელი.
მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტული გუნდი:
1. "მანჩეტსერ სიტი” – 5,239,750 ფუნტი (ფეხბურთი); 2. "ლოს ანჯელეს დოდჯერსი” – 4,855,783 ფუნტი (ბეისბოლი); 3. მადრიდის "რეალი” – 4,718,172 ფუნტი (ფეხბურთი); 4. "ბარსელონა” – 4,690,430 ფუნტი (ფეხბურთი); 5. "ნიუ იორკ იანკი” – 4,649,188 ფუნტი (ბეისბოლი); 6. "მილანი” – 4,251,111 ფუნტი (ფეხბურთი); 7. "ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – 4,090,913 ფუნტი (კალათბურთი); 8. "ჩელსი” – 4,058,742 ფუნტი (ფეხბურთი); 9. "ბაიერნი” – 4,000,036 ფუნტი (ფეხბურთი); 10. "ინტერი” – 4,000,000 ფუნტი (ფეხბურთი).
|