ბელგიის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა და ჯერჯერობით კიდევ "ბოლონიას" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა გაბი მუდინგაიმ განაცხადა,რომ "ინტერთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
ეს ტრანსფერი ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ დაუდასტურებია,მაგრამ Sky Sport24-ის ინფორმაციით ყველა დეტალი შეთანხმებულია - გაბი მომდევნო სეზონს "ინტერში" არენდის წესით გაატარებს,მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ კი მილანურ კლუბს მისი გამოსყიდვა 750 000 ევროდ შეეძლება.
"როგორც იქნა "ინტერის" ფეხბურთელი გავხდი.მოლაპარაკებები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.დარწმუნებული ვარ,რომ მომდევნო სეზონში "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში მთავარი ფავორიტები ვიქნებით",-ციტირებს ნახევარმცველის სიტყვებს Radio Mana Mana Sport.
|