ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე კიდევ ერთი ცნობილი ტრანფერი განხორციელდა, მილანის "ინტერის" რიგებს აზიელი მცველი ნაგამოტო შეურთდა. ნაგამოტოს აქტიურად უკავშირებდნენ "ინტერს" , ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა მისი ტრანსფერი "ინტერში " , "ინტერმა" ნაგამოტო "ჩეზენასგან" იჯარის წესით ინათხოვრა, სანაცვლოდ კი ახალგაზრდა მცველი დევიდე სანტონი.
ინტერის ოფიციალურ საიტზე მილანელთა ხელმძღვანელობა ნაგატომოს გუნდში მისვლას მიესალმა და მას აზიური ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი უწოდა. ორივე გუნდმა კმაყოფილება გამოთქვა სანტონის საკითხის მოგვარების გამოც, "ნერაძურიში” ამ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის ქონის შანსის გამო არიან ბედნიერები, "ჩეზენაში” კი მასში ძლიერ მცველს ხედავენ, რომელიც სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.
|