მილანის ინტერის მცველმა მარკო მატერაციმ ბასტიან შვაინშტაიგერს უპასუხა იმის შემდეგ, რაც გერმანელმა იტალიელს პროვოკატორობაში დასდო ბრალი.
როგორც ვიცით ამ ორი გუნდის მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, თამაშის შემდეგ კი სწორედ ეს ინციდენტი მოხდა, როდესაც შვაინშტაიგერი საჩხუბრად გაიწია მატერაცისკენ.
ყველაფერზე დაწვრილებით მსოფლიო ჩემპიონმა მცველმა თავის ვებ-გვერდზე ისაუბრა: შვაინშტაიგერმა პროვოკატორობაში დამდო ბრალი, რაც უადგილოა. იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მადრიდული ფინალის გამო აპირებდა შურისძიებას. მე მას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ნაადრევად დასკვნები არ გამოეტანა და არც შევმცდარვარ. იგი კვლავ ხახამშრალი დარჩა და ახლა იყაროს ჯავრი როგორც უნდა.
ალბათ იგი ცუდად მიცნობდა მე და ჩემს თანაგუნდელებს და ეგონა, რომ ასე მარტივად ჩამოგვწერდა, თუმცა შეცდა. იმედია ეს გაკვეთილი იქნება მისთვის.-განაცხადა მატერაციმ.
|