"ინტერმა" "ბოლონიდაან" ბელგიელი ნახევარმცველი გაბი მუდინგაი 1,5 მილიონ ევროდ იყიდა და სამ წლიანი ხელშეკრულებაც დაუდო, თუმცა იქ ჩაწერილია მუხლი, რომლის ძალითაც, იმ შემთხვევაში თუ ბელგიელი ნერიაძურის ვერ მოერგო, კლუბს უფლება აქვს ერთი წლის თავზე ცალმხრივად გაუწყვიტოს კონტრაქტი და გუნდიდან უკომპენსაციოდ გაუშვას.
|