პორტუგალიელი ცენტრალური მცველის, პეპეს მადრიდის რეალიდან ზაფხულში წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება. როგორც იცით, ესპანური კლუბი 28 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმებას ვერ ახერხებს, არადა, მოლაპარაკებები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს მილანი, ინტერი და იუვენტუსი, რომლებიც მაღალკვალიფიციური მცველის ხელში იაფად ჩაგდებას აპირებენ. რამდენიმე დღის წინათ, გავრცელდა ცნობა, რომ რეალმა პეპეს ხელფასის სახით 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა და თან ფეხბურთელს განუმარტა, რომ ეს ბოლო შეთავაზება იყო. უკანასკნელი ინფორმაციით, პორტუგალიელმა ამ პირობაზე დათანხმება იუარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში რეალი ას ტრანსფერზე დააყენებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, პეპეს შეძენის სურვილი მილანურმა გრანდებმა და ტურინის იუვენტუსმა გამოთქვეს. ივარაუდება, რომ რეალი პორტუგალიელის სანაცვლოდ, დაახლოებით თხუთმეტ მილიონ ევროს მოითხოვს.
|