"მილანის ინტერის" ახალ წვეულს სურს, რომ პირველ ოფიციალურ მატჩში თავი გამოიჩინოს და გოლი გაიტანოს. მან გუნდთან ერთად უკვე სამი ამხანაგური თამაში ითამაშა, ამ დროში სამი გოლის გატანა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ "ინტერი" დაუპირისპირდება "ჰაიდუკს", ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე.
"ჩემი ოცნებაა გოლი გავიტანო პირველ ოფიციალურ თამაშში. ყველა ფეხბურთელს გვსურს, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ. წინა თამაშში "სელტიკთან", ძალიან ლამაზი გოლი გავიტანა, ამის გამეორებას "ჰაიდუკთან" შევეცდები"._განაცხადა პალასიომ.
|