მილანის "ინტერის” 27 წლის თავდამსხმელმა ჯამპაოლო პაცინიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კლუბს შეიცვლის. ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიელმა "ნერაძურიში” თავი მყარად ვერ დაიმკვიდრა.
"მივხვდი, რომ ამ პროექტის ნაწილი არ ვარ და კლუბის დატოვება გადავწყვიტე. ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი – ჰკითხეთ "ინტერის” ხელმძღვანელობას”, - განუცხადა ფორვარდმა Corriere dello Sport-ს. აღსანიშნავია, რომ პაცინისადმი ინტერესს მისი ორი ყოფილი კლუბი – "სამპდორია” და "ფიორენტინა” იჩენს. შეგახსენებთ, რომ პაცინი "ინტერში” 2011 წლის ზამთარში გადავიდა. მან მილანელთა მაისურით 59 მატჩი ჩაატარა და 19 გოლის ავტორი გახდა.
|