რამდენიმე დღის წინ პირადად ანდრეა პოლის მოთხოვნით ფეხბურთელის აგენტმა მილანის "ინტერთან” მოლაპარაკებები ნერიაძურიში დარჩენის თაობაზე გაწყვიტა, "სამპდორიას” ახალ მწვრთნელს, ჩირო ფერარას კი ახალგაზრდა ნახევარმცველი წინასასეზონო მომზადებაზე არ გამოუძახია.ტუტოსპორტის დღევანდელი ნომრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიმ უკვე უარყო რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის "ნაპოლიდანაც” იმ იმედით, რომ უახლოეს დღეებში მისდამი ინტერესს რეალურ სახეს ტურინის "იუვენტუსი” ან ნახევარმცველის ძიებაში მყოფი "მილანი” გამოიჩენენ.ბებერ ქალბატონში ნახევარმცველების რიცხვი ამჟამად შვიდია, თუმცა სიმონე პადოინის შესაძლო გუნდიდან აბარგების შემთხვევაში, პოლის მოსვლას ხელს არაფერი შეუშლის.
|