"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ,რომ გუნდის თავდამსხმელი მარკო ბორიელო "ინტერში" გადადის.
"მარკო ბორიელო რჩება.მე "ინტერის" ხელმძღვანელებს შევხვდი,თუმცა ბორიელოზე არ გვისაუბრია.მის ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზებები არ ყოფილა",-განუცხადა პრეციოზიმ Sky Sport.
პრეზიდენტი უარყოფს,რომ "იუვენტუსის","რომასა" და "მილანის" ექს-ფეხბურთელსა და გენუელების სპორტულ დირექტორს რინო ფოსკის შორის უთანხმოებაა.პრეციოზის სიტყვებით,ბორიელო "ინტერთან" მატჩის განაცხადს მიღმა ვარჯიშზე დაგვიანების გამო დარჩა.