თუქრული "ფენერბაჰჩე" ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის უესლი სნეიდერის დამატებაზე ოცნებობს.
კლუბის პრეზიდენტმა სნეიდერისადმი ინტერესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამით გულშემატკივრების მორალურ სულისკვეთებას აამაღლებს. შეგახსენებთ, რომ თურქული გრანდი ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებულ სკანადალში გაეხვა.
"რისკი იმისა, რომ დისკვალიფიკაცია მივიღოთ სკანდალის გამო ძალიან გვაწუხებს. მიმაჩნია, რომ ახლა ჩვენი ფანები იმსახურებენ საჩუქარს უესლი სნეიდერის სახით,"-ციტირებს Football Italia.
აქვე დავამატებთ, რომ ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. თვითონ სნეიდერმა კი თავის ტვიტერზე განაცხადა, რომ "ინტერის" დატოვება არ სურს.
|