ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან 7 ივნისს, რუმინეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში გააცილებენ. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ, ამხანაგური თამაში სპეციალურად რონალდოს საპატივცემულოდ დანიშნა. შეხვედრა სან პაულუს შტატში, "პაკაემბუს” სტადიონზე გაიმართება. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგენდის, რომარიოს გამოსამშვიდობებელი მატჩი. რონალდოს ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 97 მატჩში, მას 62 გოლი აქვს გატანილი.
|