ორშაბათი, 23.12.2024, 01:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ფინალი 1/8-ფინალი ინტერი-ბაიერნი
10:55
ფინალი 1/8-ფინალი ინტერი-ბაიერნი




გასულ სეზონთან შედარებით, თამაშს ორივე გუნდმა უკლო. განსაკუთრებით, ეს ბაიერნზე ითქმის. თუ ინტერი ჯერაც ინარჩუნებს იტალიის ჩემპიონატის კვლავ მოგების შანსს, "ბაიერნმა” ბუნდესლიგაში უკვე დაყარა ფარ-ხმალი.
გასული გათამაშების ფინალურ მატჩში, ინტერი თვალსაჩინო უპირატესობას ფლობდა და წესით, 1/8-ფინალურ წყვილშიც ფავორიტებად მილანელები უნდა მიიჩნეოდნენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მადრიდში გამართულ შეხვედრაში, ბაიერნს ერთ-ერთი ლიდერი, ფრანკ რიბერი არ ჰყავდა, რომელიც ამჯერად, ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს. შეიძლება ითქვას, რომ 1/8-ფინალური წყვილებიდან ყველაზე ძნელი "ინტერი”-"ბაიერნის” დაპირისპირებაშია ფავორიტის დასახელება.
ლიგის ფინალში გამართულ დაპირისპირებამდე, გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. 1988 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე ინტერმა მიუნხენში 2:0 მოიგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე 1:3 წააგო და შედეგად, შემდეგ ეტაპზე ბაიერნი გავიდა. 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მილანში კვლავ მიუნხენელებმა მოიგეს ორბურთიანი სხვაობით, ამჯერად 2:0. განმეორებითი მატჩი 1:1 დასრულდა. როგორც ხედავთ, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, არასდროს მოუგია მასპინძელ გუნდს (გასული გათამაშების ფინალში, ნომინალურ სტუმრად ინტერი იყო მიჩნეული, რომელმაც 2:0 მოიგო).



















ინტერს გერმანულ კლუბებთან სულ 31 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც მილანელებმა 15 მოიგეს, 8 ფრედ ითამაშეს და ამდენივე წააგეს. ბურთების შეფარდება – 46:32. საკუთარ კედლებში, ინტერმა 14 მცდელობიდან 9-ჯერ მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და 4-ჯერ წააგო.
ბაიერნს იტალიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ 31 შეხვედრაში 10 მოგება, 7 ფრე და 14 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება 39:42. 15 გასვლითი თამაშიდან, მიუნხენელებმა 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 დათმეს.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს სტუმრებმა მეტოქის კარის აღება მოახერხეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ინტერი მე-100 გოლს გაუშვებს.
გერმანელთა მთავარი საფიქრალი, მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის, სამუელ ეტოოს შეჩერება იქნება. მილანელთა კამერუნელ შემტევს, ექვს მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება მასპინძელი გუნდი. მილანელებს არგენტინელი ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი, ვალტერ სამუელი და თავდამსხმელი, დიეგო მილიტო ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ მადრიდულ ფინალში, "ბაიერნის” კარში ორივე გოლი სწორედ მილიტომ გაიტანა. რაც შეეხება ბაიერნს, მას ტრავმირებული ოლიჩისა და კონტენტოს გარეშე მოუწევს თამაში.
თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშებს ინტერის ცენტრალური მცველი - ლუსიო. ბრაზილიელი ფეხბურთელი, მიუნხენურ კლუბში 2004-09 წლებში თამაშობდა. ბაიერნის მაისურით, ლუსიოს 212 მატჩი აქვს ჩატარებული.
მატჩს უნგრელი არბიტრი, ვიქტორ კასაი განსჯის. მიმდინარე გათამაშებაში, ტოტენჰემსა და ინტერს შორის გამართულ მატჩში (3:1), სწორედ კასაიმ იმსაჯა. რაც შეეხება ბაიერნს, მისი მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში უნგრელი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, კივუ, ძანეტი, კამბიასო, მოტა, სტანკოვიჩი, სნეიდერი, ეტოო.

ბაიერნი: კრაფტი, ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტრუბერი, ლუიზ გუსტავო, პრანიიჩი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი.



ნანახია: 736 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 inter  
1
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

Umagresi statia Da Umagresi suratebia ...

Me piradat Bavarielebis tamashis mere surati daBolo surati Damevasa Sadac Maikoni tas Exuteba :D:D:D


2 interinio  
1
first first first first first

Ki Dzma Magari suratebia ...

Ise Ganacxadisa Bolos tu sheamcniet :)


3 forzainter  
1
sagoool dzma magari stadiaaa dges unda gavxiot ra bavaria ise ro meore tamashs azri ar qondes

4 interelia  
2
imedia movigebt sasurveli angarishit flag3

5 nerazuri  
2
imedia gagvaxareben dgesac flag3

6 forzainter  
1
auuu julios shecdomit tu taagebdnen ar megona

7 inter  
0
xO magari gamityda Ehhhh

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter