ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი თამაშს ბრაზილიის "ინტერნასიონალში” გააგრძელებს. სამხრეთამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. გასულ სეზონში ფორლანი მილანის "ინტერში” გამოდიოდა, სადაც 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მაისური მან 88-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 33-ჯერ აიღო.
|