მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ დაადასტურა, რომ კონტრაქტი ურუგვაელ ფორვარდ დიეგო ფორლანთან გაწყვეტილი იქნება.
თავდამსხმელმა, რომელიც ერთი წლის წინ მადრიდის "ატლეტიკოდან" "სან-სიროზე" გადაბარგდა, სერია A-ს 22 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. ბოლო დროს ფორლანით აქტიურად ინტერესდება ბრაზილიური "ინტერნასიონალი."
"ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ კონტრაქტის გაწყევატასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ. ყველაფერს უახლოეს დღეებში ნათელი მოეფინება"- ბრანკას სიტყვებს იტყობინება goal.com.
ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჟულიო სეზარის მომავალი "ინტერში," რადგანაც მილანელებმა "უდინეზეს" მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი შეიძინეს. თუმცა, ბრაზილიელი მეკარის ფანები "ნერიაძურის" სპორტულმა დირექტორმა დაამშვიდა. მან განაცხადა, რომ "ინტერის" პირველი ნომერი გუნდში დარჩება.
|