"ინტერის” ურუგვაელმა შემტევმა, დიეგო ფორლანმა, ახალი სეზონი, შესაძლოა, "მილანში” დაიწყოს. Tuttosport-ის ცნობით, არცთუ სახარბიელო შარშანდელი სეზონის შემდეგ, 33 წლის ურუგვაელს, სურს, დაამტკიცოს, რომ სერია A-ში თამაში კიდევ და კარგად შეუძლია. თანაც, აუცილებელი არ არის, ეს "ინტერის” შემადგენლობაში მოხდეს. თავის მხრივ, "მილანი” გამოცდილ თავდამსხმელს ეძებს. კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვედრიან ფორლანს და კარგა ხანს უსაუბრიათ. თუ ურუგვაელი დათანხმდა, მას 2 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს გადაუხდიან.
|