ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ, რომლემაც ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა ინტერვიუ მისცა La Gazzetta Dello Sport-ს, სადაც იწინასწარმეტყველა, რომ მილანურ დებიში ინტერი გაიმარჯვებს.
რა თქმა უნდა ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით ინტერი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მათ ისევ გამონახეს თავიანთი თამაში. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი მოსაზრებაა, უბრალოდ უფრო ინტერის მჯერა, ვიდრე მილანის.
შეძლებს თუ არა ნერაძური სკუდეტოს მოპოვებას როსონერისთან გამარჯვების შემდეგ? რთული სათქმელია, რადგან სეზონის დასრულებამდე კიდევ შვიდი მატჩი იქნება დარჩენილი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შეძლებენ. ლეონარდო ყოველთვის ამბობს, რომ ყოველი გამარჯვება გუნდს ახალ ძალებს აძლევს. ინტერი წლების მანძილზეა წარმატებით ასპარეზობს და მე ვერ ვხედავ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა გახდნენ ჩემპიონები", - დაამატა ფენომენმა.
ბრაზილიელმა ბომბარდირმა ასევე შეადარა ერთმანეთს მილანური გუნდების ორი თავდამსხმელი:ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სამუელ ეტო'ო. "ინტუიციას თუ დავუჯერებ, არჩევანს იბრაჰიმოვიჩზე გავაკეთებდი. შვედი ძალიან ძლიერია და მას გააჩნია შესანიშნავი დარტყმა, მაგრამ ვერავინ ვერ შეედრება ეტო'ოს მატჩის გადარჩენაში. მან მშვენივრად იცის, თუ როგორ მოუტანოს გუნდს გამარჯვება", - განაცხადა რონალდომ.
|