ლეგენდარულმა რონალდომ კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ამჯერად ფენომენმა ბრაზილიის ნაკრების ამომავალ ვარვსკვლავებზე ისაუბრა, ნეიმარზე, განსოსა და ლუკასზე. კიჭას თქმით, სწორედ ეს ფეხბურთელები არიან სელესაოს მომავალი იმედი.
ექს-ინტერელმა თავისი ახალგაზრდული წლები დღევანდელი ტალანტების ნაკადს შეადარა და განაცხადა, რომ ახლა ფეხბურთელები ფულზე უფრო მეტს ფიქრობენ ვიდრე მის დროს იყო. რონიმ აგრეთვე განაცხადა, რომ იტალიის სერია ა იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი ბრაზილიური ტრიოსთვის: "სამივესთვის კალჩო შესაფერისი ვარიანტი იქნება, რადგანაც ყველაზე კარგად ახალგაზრდა ბრაზილიელები სწორედ მანდ იხსნებიან."
"ნეიმარი მხოლოდ 18 წლისაა და ის უკვე ძალიან ბევრს იტანს. ლუკასის მთავარი კოზირი სისწრაფეა, განსო კი ლიდერობის ნიჭით არის დაჯილდოვებული."
"მენეჟეშმა სწორედ მათ ირგვლივ უნდა ააგოს გუნდის თამაში, რათა სელესაო კვლავ გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ნაკრები. -განაცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ Sky Sports 24-თან საუბარში.
|