მახაჩყალის ანჟის ბრაზილიელი ახალწვეული, რობეტო კარლოსი მისი ლეგენდარული თანამემამულის, რონალდოს ფეხბურთიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. 37 წლის მარცხენაფლანგელის განცხადებით, ფენომენის კარიერის დასრულების მიზეზი კორინთიანსის გულშემატკივართა ქმედებებია. კარლოსის განცხადებით, მანაც სწორედ ამ მიზეზით შეიცვალა კლუბი. როგორც ცნობილია, კორინთიანსის ლიბერტადორესის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, გულშემატკივრები ფეხბურთელების ავტომობილებს ესხმოდნენ თავს და კლუბის ოფისის კედლებზე მოთამაშეების შეურაცხმყოფელ წარწერებს აკეთებდნენ. კორინთიანსში არსებული სიტუაციის აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. არც მე და არც რონალდოს არ გვსურდა გუნდში დარჩენა. სასურველია, თუ ასეთი რამ თავს აღარავის გადახდება. რომ არა გულშემატკივართა ასეთი ქმედებები, მეც და რონალდოც გუნდში დავრჩებოდით. ზოგი ამბობს, რომ "ფენომენს” თამაშისთვის თავის დანებება ტრავმებმა აიძულეს. რონალდოს დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ არ არსებობს ტრავმა, რომელიც მას შეაჩერებს. მისი კარიერის დასრულებაში დამნაშავენი გულშემატკივრები არიან – აცხადებს რობერტო კარლოსი Radio Bandeirantes-სთან საუბრისას.
|