ესპანური "ვილიარეალის” ფორვარდი ჯუზეპე როსი, იანვრის სატრანსფერო სეზონში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ იტალიელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განუცხადა Football Italia-ს.
"როსი თამაშს მარტში დაიწყებს. ჯერჯერობით, ისეთი წინადადება არ მიგვიღია, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. "ინტერის” ხელმძღვანელებს მართლაც ძალიან მოსწონთ როსი, მაგრამ იანვრის სატრანსფერო სეზონში, ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ. რაც შეეხება "ფიორენტინას”, ფლორენციელთა მხრიდან ინტერესიც კი არ ყოფილა”, - განაცხადა პასტორელომ.
შეგახსენებთ, რომ როსიმ მუხლზე მეორე ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს გადის.