ფრანგული "ლილის" მარჯვენა მცველი მატიე დებუში იმედს გამოთქვამს, რომ იგი ამჟამინდელ გუნდს რაც შეიძლება მალე დატოვებს, მაგრამ საწინააღმდეგო სურვილები აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას. "ამჟამად, ჩემთვის პრიორიტეტული "ნიუკასლში" გადასვლაა, მაგრამ ვიცი, რომ ინტერესს "ინტერიც" იჩენს. გადაწყვეტილება უკვე მივიღე - "ლილიდან" წასვლის დროა. რუდი გარსიას ჩემი გუნდში დატოვება სურს, მაგრამ ეს ჩემს არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს" - აცხადებს ფეხბურთელი.
რაც შეეხება "ლილის" მთავარ მწვრთნელს, იგი შემდეგ განცხადებას აკეთებს: "ვიცი, რომ მატიეს წასვლა აქვს გადაწყვეტილი. შესაძლოა, უკვე დროა, მისი შემცვლელის ძებნა დავიწყოთ. პრობლემა ისაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის პოვნა ადვილი არაა. თუ დებუშის შემცვლელს ვერ დავიმატებთ, იგი "ლილში" დარჩება" - ციტირებს გარსიას სიტყვებს L'Equipe.
|