დღეს მე წარმოგიდგენთ სტატიას სან-სიროს შესახებ,რომელიც ორი უძლიერესი გრანდის "მილანის" და "ინტერის" სტადიონათ მიიჩნევა.
სან-სირო - სტადიონი ლომბარდიისქალაქ მილანში, რომელიც ორი იტალიური გრანდის, მილანისა და ინტერისსაშინაო არენაა. სან სირო ერთ ერთია იმ სარბიელთაგან, რომელსაც უეფამმაქსიმალური შეფასება - 5 ვარსკვლავი მიანიჭა და უმნიშვნელოვანი მატჩების ჩატარების ნება დართო.
დაარსება
სტადიონის დაარსების იდეა გასული საუკუნის დასაწყისში მილანის პრეზიდენტს, პიერო პიერის გაუჩნდა. ადგილის შესარჩევად მრავალი ადგილი ნახა, თუმცა საბოლოოდ მილანის გარეუბანი, სან სირო გადაწყვიტა.პირველი შეხვედრაში მილანი და ინტერი დაუპირისპირდნენ და ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა 6:3 სძლია როსონერის. პირველი ოფიცილური მატჩი იტალიის ჩემპიონატში უფრო მოგვიანებით ჩატარდა.ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1927 წლის 20 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.
რეკონსტრუქციები
ირველი რეკონსტრუქცია სან-სიროს 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა,ხოლო მეორე რეკონსტრუქცია 1985 წელს ბრიუსელში, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ მომხადრი ტრაგედიის შემდეგ სან სიროზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება გადაწყვიტეს. მაშინ გაირკვა, რომ ამ სტადიონს მსოფლიოს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისუნდა ემასპინძლა და ქალაქის საბჭომ რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო.
საკლუბო ფინალები
60-იანი წლებიდან სან სირო საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატების ფინალებს მასპინძლობს. 1963, 1964, 1965 და 1969 წლებში მილანმა და ინტერმა საშინაო შეხვედრები საკონტინენტთაშორისო თასზე აქ ჩაატარეს. იგივე მოხდა 1991, 1994 1995 და 1997 წლებში. ამ მატჩებიდან მე გამოვყოფ 1965 წელს ფინალში "ინტერისადმი" ლისაბონის" ბენფიკას" დამარცხება.
მნიშვნელოვანი მატჩი
1952 წლის 23 აპრილს იტალიის ნაკრებმა სან-სიროზე ბრაზილიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.