კვირა, 22.12.2024, 23:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივლისი » 24 » სანტონის "ინტერის" გაგონება არ უნდა
13:10
სანტონის "ინტერის" გაგონება არ უნდა

 
"კალჩომერკატოს" ჟურნალისტთან ჩაწერილ ინტერვიუში, "ინტერის" ყოფილმა მცველმა დავიდე სანტონმა, რომელიც ახლა ინგლისური "ნიუკასლის" ღირსებას იცავს, ლომბარდულ გრანდში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა.

- რატომ ტოვებენ კალჩოს ბალოტელის, თქვენი და ვერატისნაირი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელები?

- პასუხი ძალიან მარტივია  - იტალიაში ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათანადოდ არ აფასებენ.

- "ინტერი" ამის გამო დატოვეთ?

- მილანიდან იმიტომ ავიბარგე, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მოსვლის დღიდან რაფაელ ბენიტესმა ამითვალწუნა და ძირითად შემადგენლობას ვინ ჩივის განაცხადსაც კი არ მაკარებდა. შესაძლოა, რომ დავრჩენილიყავი და მოთმინება გამომეჩინა, ჩემი დროც დამდგარიყო, მაგრამ ამდენს ვერ მოვითმენდი. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, "ნიუკასლში" ყველაფერი მაკმაყოფილებს და ერთადერთი, რის გამოც დისკომფორტი მექმნება, ეს ინგლისური საჭმელებია. მალე ჩემთან საცხოვრებლად შეყვარებული ჩამოვა და იგი იტალიურ კერძებს არ მომაკლებს.

- არადა, ნერიაძურის ტიფოზებს ძალიან უყვარხართ...

ვიცი და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ ოდესმე ჩემი "ინტერში" დაბუნება გამორიცხულია. 

- "ინტერში" ასპარეზობისას, სალი მუნტარი და ლუსიო ამ კლუბს სიყვარულს ეფიცებოდნენ, თუმცა როგორც კი ნავთსაყუდელი გამოივცალეს, მაშინვე ანტიინტერისტებად იქცნენ...

- მუნტარი და ლუსიო ცუდი ადამიანები ნამდვილად არ არიან და თუ მართლაც გააკეთეს "ინტერის" საწინააღმდეგო განცხადებები, ალბათ საამისო მიზეზიც ჰქონდათ.

- რომ შემოგთავაზონ "მილანში" ითამაშებ?

- გაგიკვირდებათ და ბავსვობაში როსონერის ქომაგი ვიყავი,მაგრამ სანამ ამ გუნდის წინადადებას მივიღებ, სერიოზული დაფიქრება მმართებს, რადგან გარკვეული პერიოდი "ინტერში"მაქვს გატარებული.

ნანახია: 593 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 interelia  
0
უკვე არ მიყვარხარ შე სულით მილანისტა... წადი შენი, კიდევ კარგ დროს გაუგდიხართ, რამ დაგბოღმა შე დედა მოტყნულო ასე ძან? რა პონტ/სი ამართლებ ლუსიოს და მუნტარის, დაგეჭირა ნეიტრალური და გეთქვა არ ვიცი რატომ გახდნენ ანტიინტერისტებიო... მაგრამ შენც მაგათნაირი სულის ყოფილხარ... გაფასებდი მაგრამ სირი ყოფილხარ...

2 nerazuri  
0
vinc ki midis yvela cudad laparakobs,ra xdeba iseti aset dgeshi ro arian fegburtelebi,albat martlac ar aris rame dalagebuli...

3 interelia  
0
mand mgoni martla argentinuli klania

4 interelia  
0
axla tqva jurnalistebma sxvanairad daweres chemi natqvamio...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter