არგენტინელი თავდამსხმელი მარიო სარატე, რომლის სატრანსფერო უფლებებიც ლაციოს ეკუთვნის და გასულ სეზონში ინტერში იჯარით თამაშობდა, რომაულ კლუბში დაბრუნდა. ეს ინფორმაცია "ლაციოს” თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა დაადასტურა. "სარატე იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც სეზონისწინა შეკრებაზე უნდა ვიახლოთ. არგენტინელი მაღალი კლასის მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება, - განუცხადა პეტკოვიჩმა Sky Sport Italia-ს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, 25 წლის ზარატემ ინტერში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის ავტორი გახდა.
|