დღეს ღამე იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ბებერი ქალბატონი” საკუთარ მოედანზე "ნერაძურის” მიიღებს.
სერია A, ტური 25 დრო : კვირა, 13 თებერვალი, 23:45 სთ ადგილმდებარეობა : "სტადიო ოლიმპიკო”, ტურინი ( 27 944 )
იუვენტუსი ფეხზე წამოდგომას ცდილობს
იუვენტუსმა 2011 წელი საშინლად დაიწყო, რამაც ამ დროისთვის "მილანთან” ქულათა სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.ტურინელების ერთადერთი იმედი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მოხვედრაა.მიუხედავათ უარყოფითი შედეგებისა, ბოლო ორ ტურში ბიანკონერები საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებენ.ბოლო ტურში მათ "კალიარი” დამაჯერებლად, 1-3 დაამარცხეს.
ამ მომენტისთვის ლუიჯი დელ ნერის შეგირდებს 24 მატჩში 38 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან, ჩემპიონთა ლიგის ზონიდან კი მათ 4 ქულა აშორებთ.კვირას მოპოვებულმა გამარჯვებამ შავ-თეთრებს უდიდესი მოტივაცია შემატა, ამავდროულად საქმე გაურთულა ინტერს, რომელიც მილანზე დაწევას ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
კალიარისთან კარგი შედეგის შემდეგ იგივეს გაკეთებას ინტერის წინააღმდეგაც ვაკეთებთ.გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებულები გაგვხადა, სარდინიაზე ქულები ჩვენს პირდაპირ მეტოქეს ავაცალეთ.ეს რთული და საინტერესო მატჩია როგორც ორივე კლუბისთვის, ისე მათი გულშემატკივრებისთვის.” – აცხადებს ბებერი ქალბატონის დაცვის ბურჯი, ჯორჯო კიელინი.
ინტერი სკუდეტოსთვის იბრძვის
იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩიანო მოჯი იტალიის დერბიში მთავარ ფავორიტად სწორედ მილანელებს თვლის.მისი აზრით, ნერიაძური ბიანკონერების დამარცხებას შეძლებს : "გული იუვენტუსის სასარგებლოდ მიძგერს, მაგრამ გონება ინტერისკენ იხრება.ნერიაძური ძალიან ძლიერი გუნდია.მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.სნეიდერის დაბრუნებამ ლეონარდოს გუნდის თამაშზე დადებითად იმოქმედა.”
ლეონაროს გუნდში მოსვლის შემდეგ ინტერი სტაბილურად გამოდის.ბოლო ტურში მილანელებმა საკუთარ მოედანზე რომა მიიღეს და 5-3 დაამარცხეს.ამ მომენტისთვის ინტერი დაგროვილი 44 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ, მაგრამ მათ ერთი გამოტოვებული მატჩი აქტივში აქვთ.ლეონარდოს ინტერმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, დანარჩენი 9 შავ-ლურჯების სასარგებლოდ დასრულდა.
ინტერს ტურინში გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება, მაგრამ მილანელები ამ მატჩს საკმაოდ კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, უესლი სნეიდერთან ერთად ხვდებიან.
სიახლეები მოწინააღმდეგეთა ბანაკებიდან
იუვენტუსი
დე ჩელიე, რინაუდო, კვალიარელა და ტრაორე ტრავმირებულნი არიან.
ინტერი
სტანკოვიჩი, მარიგა, ლუსიო, სამუელი და მილიტო ლაზარეთში იმყოფებიან.კივუ დისკვალიფიცირებულია.
მთავარი გმირები
იუვენტუსი
ალესანდრო მატრიმ წინა ტურში სადებიუტი დუბლი შეასრულა.იტალიელი გოლების რაოდენობის გაზრდას ინტერის წინააღმდეგ მატჩშიც შეეცდება.მატრი ბებერ ქალბატონში სულ ახლახანს მოვიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უკვე მოასწრო.
ინტერი
ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.ჰოლანდიელმა რომას წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა, ახლა იგივეს გაკეთებას მილანელთა მეათე ნომერი ტურინში შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი ( 4-4-2 )
ბუფონი, სორენსენი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კრასიჩი, მელო, აკვილანი, მარკიზიო, მატრი, ტონი
ინტერი ( 4-3-1-2 )
ჟულიო სეზარი, მაიკონი, რანოკია, კორდობა, ნოგატომო, ტიაგო მოტა, კამბიასო, ძანეტი, სნეიდერი, ეტო’ო, პაცინი
ტვ – ტრანსლაცია
НТВ+ HD სპორტი – 23:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
НТВ+ Спорт Плюс – 23: 45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
GMG ფეხბურთი- 23:45 სთ ( პირდაპირი ტრანსლაცია )
|