კვირა, 22.12.2024, 17:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 21 » სერია ა. მე-17 ტურის შეჯამება
10:50
სერია ა. მე-17 ტურის შეჯამება
GOAL.GE იტალიის მე-17 ტურის მთავარ მოვლენებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

მე-17 ტურის მატჩებში დაფიქსირდა სამი შეხვედრა,რომლებიც ერთი და იგივე ანგარიშით 4:1 დასრულდა."ბოლონიამ" დრამატულ შეხვედრაში "ნაპოლის" ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუტანა და მატჩი ანგარიშით 3:2 მოიგო - და ასეთი მატჩების შემდეგ კიდევ შესაძლებელია თქვა - იტალიაში დაცვით ფეხბურთს თამაშობენო? გარდა "ნაპოლის" ამ მოულოდნელი მარცხისა,"რომაც" მოულოდნელად დამარცხდა "კიევოსთან",თუმცა ამ მატჩის მთავარმა არბიტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რათა "მგლები" უქულოდ დარჩენილიყვნენ."იუვენტუსმა" შინ "ატალანტა" გაანადგურა და ზამთრის ჩემპიონი გახდა

გლობალური სტატისტიკა

საუკეთესო დასწრება: 77063, "მილანი" - "იუვენტუსი" (მე-14 ტური)
დაბალი დასწრება: 4390, "კალიარი" - "ბოლონია" (მე-8 ტური)
მაღალშედეგიანი საშინაო გამარჯვება: 4:0, "ბოლონია" - "კატანია" (6-ე ტური), 4:0, "კატანია" - "ლაციო" (11-ე ტური), 5:1, "მილანი" - "კიევო" (11-ე ტური), 5:1, "ნაპოლი" - "პესკარა" (15-ე ტური)
მაღალშედეგიანი გასვლითი გამარჯვება: 1:6, "პესკარა" - "იუვენტუსი" (12-ე ტური)
ყველაზე მაღალშედეგიანი მატჩი: 7, "პესკარა" - "იუვენტუსი" 1:6 (12-ე ტური)
ტურის ციფრები და ფაქტები
 მირკო ვუჩინიჩმა ტურინში იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა.

- ანდრეა პირლომ სერია ა-ში საჯარიმო დარტყმით 20-ე გოლი გაიტანა,დაეწია რობერტო ბაჯოსა და ჯანგფრანკო ძოლას. მის წინ ალესანდრო დელ პიერო (22) და სინიშა მიხაილოვიჩი (27) არიან.

- "ატალანტას" ტურინში 1989-წლის შემდეგ არ მოუგია.

- "ნაპოლიმ" აპრილის შემდეგ შინ პირველად წააგო.

- "ბოლონიამ" სტუმრად ექვსმატჩიანი მარცხითი სერია შეწყვიტა.

- "ინტერმა" ჩემპიონატში სტუმრად ზედიზედ მესამე მატჩი დათმო.

- "ლაციომ" შინ "ინტერი" ბოლო სამ მატჩი დაამარცხა.

- ანტონიო დი ნატალე კარიერაში სერია ა-ში მერვედ იტანს ათს ან მეტ გოლს.

- "რომამ" ამ სეზონში ვერონას "კიევოსთან" მატჩში გოლი გატანა ვერ შეძლო და დამარცხდა.

- "კიევომ" სეზონში ზედიზედ მესამე მატჩი პირველად მოიგო ბოლო სამი წლის განმავლობაში.

- ზდენეკ ზემანმა საკუთარ სამწვრთნელო კარიერაში სერია ა-ში მეასე მატჩი დათმო.

- "მილანისა" და "პესკარას" ბოლო 13 მატჩში ექვსი ავტოგოლი გავიდა.

- სერია ა-ს ეგიდით "მილანი" "პესკარას" ყოველთვის უგებს.

- მარიო პალიალუნგამ ("კატანია") სერია ა-ში პირველი გოლი გაიტანა.

- ენცო მარესკამ ("სამპდორია") სერია ა-ში მეოცე გოლი გაიტანა.

- "ფიორენტინა" შინ "სიენასთან" კვლავ არ მარცხდება.

- "ჯენოამ" ლუიჯი დელ ნერის თავკაცობით პირველად ითამაშა ფრედ.

- "ტორინოს" "ჯენოასთვის" სტუმრად 1994-წლის შემდეგ არ მოუგია.

- როლანდო ბიანკიმ ("ტორინო") სერია ა-ში 150-ე მატჩი ჩაატარა,მას ელიტაში 40 გოლი აქვს გატანილი.

- "კალიარი" ზედიზედ მეშვიდე მატჩია ვერ იგებს.

სერიები

4 - "მილანი", მოგება
6 - "ლაციო", წაუგებელი
7 - "კალიარი", მოუგებელი
4 - "კალიარი", წაგება

ტურის გმირი
ტურის კვირის პროგრამა ტოსკანური დერბით გაიხსნა - "ფიორენტინამ" შინ "სიენა" მიიღო.სენსაციას ამ მატჩში არავინ არ ელოდა,თუმცა "სიენას" თავკაცმა რობურ სერსემ განაცხადა,რომ მისი გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და ფლორენციელების დამარცხება შეეძლო.როგორც აღმოჩნდა,"სიენამ" "ფიორენტინას" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა სტევან იოვეტიჩი,თუმცა იგი მატჩის მთავარი სახე არ გამხდარა.ამ მატჩში საუკეთესო ლუკა ტონი იყო.ბოლო ხუთ ჩატარებულ მატჩში "სიენას" წინააღმდეგ ტონიმ ოთხი გოლი გაიტანა და ამ ოთხ გოლს გასულ მატჩში მან კიდევ ორი დაამატა.

ასე რომ,35-წლის ვეტერანი ფორვარდი ლუკა ტონი არ უნდა დავივიწყოთ.ტონი,რომელსაც ბევრი კარიერის დასასრულს უწინასწარმეტყველებდა ყველა "გააჩუმა" და საოცარ ფორმაში შევიდა.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ფლორენციელების ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ კლუბი იანვარში თავდამსხმელის დამატებას არ აპირებს,რაც იმაზე მიუთითებს,რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ლუკას ენდობა.
ტურის დაბრუნება
მოგეხსენებათ,ზაფხულში "ბოლონიას" კაპიტანი დანიელე პორტანოვა ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო.ეს დისკვალიფიკაცია კი დანიელეს გაუვიდა და "ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ცენტრალური მცველი პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ეს სიახლე ბევრისთვის ნაცნობი ალბათ არ იყო,მაგრამ "ბოლონია" გასული იტალიური უიკენდის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა,მან "ნაპოლი" სტუმრად დაამარცხა."ბოლონიამ" ბოლო ორი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე შეაგდო და აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გამარჯვების გოლი ახლადდაბრუნებულმა დანიელე პორტანოვამ შეაგდო - აი დაბრუნებაც ამას ჰქვია!

"ნაპოლის" შეეძლო მეორე ადგილზე გადასულიყო,თუმცა,მოულოდნელად,ნეაპოლელებმა შინ "სან პაოლოზე" გასული წლის აპრილის შემდეგ წააგეს.კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა,რომ 2012-წლით კმაყოფილია,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.თუმცა "ნაპოლი" ლიდერს "იუვენტუსს" მთელი ცხრა ქულით ჩამორჩება.
ტურის გამარჯვება
"ინტერმა" ლიდერთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაზარდა - "ნერაძური" რომში "ლაციოსთან" დამარცხდა.მილანელები მხოლოდ იმით დაიკვეხნიდნენ,რომ ბევრი მომენტი შექმნეს,თუმცა ეს მატჩი ვერ მოიგეს.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ,"კასანომ ფანტაზია სახლში დატოვა".ამ მატჩში ვერაფრით გამოირჩა "ნაპოლისთან" საოცარი მატჩის ჩამტარებელი ფრედი გუარინი და დიეგო მილიტო,ეს უკანასკნელი კი მიროსლავ კლოზემ ბომბარდირების ცხრილშიც უკან ჩამოიტოვა და მატჩში ერთადერთი ბურთიც გაიტანა.

"ლაციომ" კი საკუთარი წაუგებელი ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია კვლავ განაგრძო (ყველა ტურნირზე),ასევე დაეწია "ნაპოლის" და "ინტერს" მიუახლოვდა.მაგრამ,"ლაციო" რომ სკუდეტოს ვერ მოიგებს ეს ფაქტია,თუ რაიმე სასწაული არ მოხდა.
ზამთრის ჩემპიონი
გასულ წელს სერია ა-ს 17 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" და "მილანი" ჩემპიონატს 37-37 ქულით ლიდერობდნენ.ერთი წლის შემდეგ კი "იუვეს" უკვე ორი მატჩი აქვს წაგებული,მაგრამ მიუხედავად ამისა,ჩემპიონატს მაინც კომფორტულად ლიდერობს."ბიანკონერიმ" "ატალანტასთან" მოგებული მატჩით უახლოეს მდევარს "ინტერს" მთელი შვიდი ქულით გადაასწრო და "ზამთრის ჩემპიონი" გახდა.

სერია ა-ს ისტორიაში "ბებერი ქალბატონი" ნახევარი წრის ლიდერი უკვე 26-ედ გახდა.გასული 25 "ზამთრის ჩემპიონობის" შემდეგ "იუვე" საბოლოოდ 17-ჯერ გახდა
 ჩემპიონი დანარჩენი სკუდეტო კი დათმო.

როგორც ჩანს,"ბებერი ქალბატონი" შესანიშნავად გამოიყურება,მთავარი მდევრები "ნაპოლი" და "ინტერი" კი სტაბილურნი არ არიან და მატჩებს აგებენ,რაც "იუვეს" კომფორტულად ყოფნის საშუალებას აძლევს."რომამ" ბოლო დროს მოუმატა,თუმცა გასულ ტურში მაინც დამარცხდა,"მილანი" ჯერჯერობით საკმაოდ უკანაა აი რაც შეეხება "ლაციოს" ეს გუნდი კარგად გამოიყურება,თუმცა რამდენ ხანს შეძლებს ასე სტაბილურად მატჩების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშაა.
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: "იუვენტუსი" (36), "რომა" (35), "ფიორენტინა" (33)

საუკეთესო დაცვა: "იუვენტუსი" (10), "ნაპოლი" (17), "ინტერი" და "ლაციო" (18)

ყველაზე ცუდი თავდასხმა: "პესკარა" (13), "პალერმო" და "კალიარი" (15)

ყველაზე ცუდი დაცვა: "პესკარა" (34), "ჯენოა" (29), "კიევო" და "რომა" (27)

გადაცემების რაოდენობა: "იუვენტუსი" (8533), "მილანი" (8115), "ფიორენტინა" (7987)

ზუსტი პასების პროცენტი: "მილანი" (86,3%), "იუვენტუსი" (86,2%), "ფიორენტინა" (85,1%)

დარტყმები: "იუვენტუსი" (328), "რომა" (288), "მილანი" (278)

კარში დარტყმები: "იუვენტუსი" (123), "რომა" (100), "მილანი" (96)

ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები

სტეფან ელ შაარავი ("მილანი") - 14
ედინსონ კავანი (ნაპოლი) - 12 (2)
მიროსლავ კლოზე ("ლაციო") - 10
ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე") - 10 (3)
ერიკ ლამელა ("რომა") - 8
დიეგო მილიტო ("ინტერი") - 8 (2)
პაბლო ოსვალდო ("რომა") - 8 (1)
მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი") - 7

ასისტენტები

ბორხა ვალერო ("ფიორენტინა") - 8
მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი") - 6
ფრანკო ბრიენცა ("პალერმო") - 5
ალეხანდრო გომესი ("კატანია") - 5
ანტონიო კასანო ("ინტერი") - 5
ფრანჩესკო ტოტი ("რომა") - 5
სტეფანო მაური ("ლაციო") - 5

დარტყმები

ედინსონ კავანი ("ნაპოლი") - 61
სტეფან ელ შაარავი ("მილანი") - 58
ალესანდრო დიამანტი ("ბოლონია") - 58
ფრანჩესკო ტოტი ("რომა") - 57
ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე") - 57
სებასტიან ჯოვინკო ("იუვენტუსი") - 54
ფაბრიციო მიკოლი ("პალერმო") - 52

პასები

ანდრეა პირლო ("იუვენტუსი") - 1224
ბორხა ვალერო ("ფიორენტინა") - 1030
კრისტიან ლედესმა ("ლაციო") - 1011
ფრანჩესკო ლოდი ("კატანია") - 1007
ლუკა ჩიგარინი ("ატალანტა") - 975
ედგარ ბარეტო ("პალერმო") - 916
დანიელე კონტი ("კალიარი") - 911
რიკარდო მონტოლივო ("მილანი") - 907

ჯარიმები

იურაი კუჩკა ("ჯენოა") - 47
გონსალო ბერგესიო ("კატანია") - 42
პერპარიმ ჰეტემაი ("კიევო") - 41
საფირ ტაიდერი ("ბოლონია") - 40
რონალდო ბიანკი ("ტორინო") - 40
ალბინ ეკდალი ("კალიარი") - 36
ტურის ფრაზა
ვალტერ მაცარი,"ნაპოლის" თავკაცი,უკმაყოფილოა იმის გამო,რომ მის გუნდს ჩემპიონობის პრეტენდენტად თვლიან:

"დავიღალე იმის გამო,რომ ჩვენ იმ გუნდად მოგვიხსენიებენ,რომელსაც რეალური შანსი აქვს სკუტედოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსს" აჯობოს.ტურინელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ,ჩვენ კი ჯერ მხოლოდ ახლა ვიზრდებით".
ნანახია: 607 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 wesleysneijder  
0
sagoool dzma kai statiaaaa flag3 flag3 flag3

2 wesleysneijder  
0
imedia zafxulis chempionebi chven gavxvdebit gaikvexos juvem zamtris chempionobaa:D:D:D flag3 flag3 flag3 flag3 flag3

3 guarinidzveli  
0
aeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee unda movigot skudeto ase ar aris brat flagitaly flag1

4 nerazuri  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter