კვირა, 22.12.2024, 17:38
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება
22:13
სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება


 იტალიის მე-18 ტურის მთავარ მოვლენებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

"კალიარის" დამარცხებით,"იუვენტუსმა" კალენდარული წლის მიხედვით 94 ქულა დააგროვა და სერია ა–ს რეკორდი დაამხო.ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილზე "ლაციო" გადავიდა,რადგან "ინტერმა" "ჯენოას" ვერ მოუგო."რომამ" "მილანი" საკუთარ მოედანზე დაამარცხა,ანგარიშით 4:2 და მეორეადგილოსან "ლაციოს" მხოლოდამხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არაფერი შეცვლილა – გასავარდნ ზონაში დარჩნენ "სიენა","ჯენოა" და "პალერმო".ეს ყველაფერი არ არის – სტატიაში ყველაფერს დეტალურად აგიღწერთ.

ტურის რეზულტატები

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

გლობალური სტატისტიკა

საუკეთესო დასწრება: 77063, "მილანი" - "იუვენტუსი" (მე-14 ტური)
დაბალი დასწრება: 4390, "კალიარი" - "ბოლონია" (მე-8 ტური)
მაღალშედეგიანი საშინაო გამარჯვება: 4:0, "ბოლონია" - "კატანია" (6-ე ტური), 4:0, "კატანია" - "ლაციო" (11-ე ტური), 5:1, "მილანი" - "კიევო" (11-ე ტური), 5:1, "ნაპოლი" - "პესკარა" (15-ე ტური)
მაღალშედეგიანი გასვლითი გამარჯვება: 1:6, "პესკარა" - "იუვენტუსი" (12-ე ტური)
ყველაზე მაღალშედეგიანი მატჩი: 7, "პესკარა" - "იუვენტუსი" 1:6 (12-ე ტური)

სერიები

4 - "იუვენტუსი", მოგება
7 - "ლაციო", წაუგებელი
8 - "კალიარი", მოუგებელი
5 - "კალიარი", წაგება

ტურის გმირი

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

თებერვლიდან მოყოლებული,როცა ალესანდრო მატრიმ "მილანის" კარი აიღო,18-ე ტურამდე "იუვენტუსის" მაისურით თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - "რომასთან" მატჩში.მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა,შეცვლაზე შესულს კი არაფერი გამოსდიოდა.პრესაში მისდამი კრიტიკას ყოველდღე გამოთქვამდნენ ასევე მის წასვლაზეც ალაპარაკდნენ,რომელ კლუბში არ უშვებდნენ "უდინეზედან" და "ფიორენტინადან" დაწყებული,კიევის "დინამოთი" და "პორტუთი" დამთავრებული.

"კალიარისთან" მატჩი მატრის ბოლო შანსი იყო,რათა "იუვეს" ხელმძღვანელობისთვის დაემტკიცებინა,რომ იგი მაღალი დონის თავდამსხმელია.ფორვარდი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და დუბლიც გაიფორმა.მატრის მოედანზე გამოჩენამდე "იუვე" მარცხდებოდა,ანგარიშით 0:1,შემდეგ ვიდალმა პენალტი ვერ გამოიყენა,ჩილელის გაფუჭებული პენალტის შემდეგ ორი წუთი იყო გასული,რომ ალესანდრომ ანგარიში გაათანაბრა.უკვე დამატებულ წუთებზე მატრიმ დუბლი გაიფორმა,მატჩში წერტილი კი ასევე შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა დასვა.

სავარაუდოა,რომ ეს დუბლი "იუვენტუსის" ხელმძღვანელობაზე არ იმოქმედებს - თუ "იუვეს" მატრის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს,მაშინ ამას გააკეთებს,თუმცა ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.მაგრამ,აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე ალესანდროსგან მეტს ითხოვს,სათამაშო პრაქტიკასაც აძლევს.თუ მატრი სხვა კლუბში გადავა სავსებით სავარაუდოა,რომ იგი სხვა გუნდში ლიდერის როლს მოითავსებს და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.

ტურის რეკორდი

"იუვენტუსმა" სარდინიაში გამარჯვებით სერია ა-ს რეკორდი დაამყარა კალენდარულ წელში მოპოვებული ქულების სახით.2012-წელს "ბიანკონერიმ" 94 ქულა დააგროვა,აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ძველი რეკორდიც "იუვეს" ეკუთვნოდა,როცა გუნდს ფაბიო კაპელო წვრთნიდა,მაშინ იტალიელი სპეციალისტის გუნდმა 2005-წელს 93 ქულა დააგროვა.

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

ტურის გამარჯვება

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

ტურის ცენტრალური მატჩი რომში შედგა - სტადიო "ოლიმპიკოზე" მილანი ჩავიდა,რომელსაც ბოლო ოთხ ტურში ოთხი მოგება ჰქონდა.ბოლოდროინდელი ასეთი კარგი სტატისტიკისა და "რომას" დაცვის ხაზში საკადრო პრობლემების გამო ყველა ვარაუდობდა,რომ "მილანი" რომაელებს დაამარცხებდა.მაგრამ,ამ მატჩში ყველამ ნახა,რომ "მგლების" შესუსტებული დაცვა "როსონერის" ძირითადი შემადგენლობის დაცვის ხაზზსაც ჯობია,რა შეიძლება ითქვას რომაელთა თავდასხმის ხაზზე? - წელს "რომას" საოცარი თავდასხმის ხაზი ჰყავს.

უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ 3:0 იყო,მარკო ამელიას კარში წასული თითქმის ყველა ბურთი გოლად იქცეოდა.ზდენეკ ზემანმა მართლაც,რომ საოცარი გუნდი დააყენა - "რომა" შესანიშნავად თამაშობდა.

ბოლო წუთებში "მგლები" მოეშვნენ და საკუთარ კარში ორი გოლიც მიიღეს,მაგრამ აქამდე ერიკ ლამელამ ამელია კიდევ ერთხელ დაამწუხრა.მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა,რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია,მაგრამ არამგონია ასეთი თამაშით ალეგრის "მილანმა" რაიმე წარმატებას მიაღწიოს,რაც შეეხება "რომას",რომაელებმა თუ ესე გააგრძელეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ექნებათ.

ტურის ჩაგდება

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

ტიაგო სილვასა და ალესანდრო ნესტას წასვლის შემდეგ უკვე ნახევარი წელი გავიდა,მასიმილიანო ალეგრის კი ძირითადი შემადგენლობის დაცვის ხაზის ცენტრალური დუეტი ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია.ბოლო ტურებში მარიო იეპესი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა.კოლუმბიელი ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა,მაგრამ გუშინდელი მატჩი ნამდვილად ჩააგდო.

186 სანტიმეტრმა და 83 კილოგრამმა იეპესმა ნიკოლას ბურდისომ ნამდვილად დაჩაგრა,პაბლო ოსვალდომ კი მეორე სართულზე ორთაბრძოლაში დაჯაბნა."რომა" როდესაც ანგარიშით 2:0-ს იგებდა ორივე გაშვებულ გოლში შეგვიძლია ვეტერანი კოლუმბიელი დავადანაშაულოთ.

იტყობინებიან,რომ "მილანი" ზამთარში შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს.რათქმაუნდა,"როსონერის" ახალი შემტევი ნამდვილად მოუხდებოდა,თუმცა გუნდს ცენტრალური მცველი სჭირდება,რომელიც ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.მექსესის,იეპესის,ბონერას,საპატასა და აჩერბის იმედზე "მილანის" დონის გუნდი ალბათ დამეთანხმებით არ უნდა იყოს.

ტურის აცილება

მოგეხსენებათ,"ინტერმა" "ჯენოასთან" მატჩში ქულები დაკარგა,თუმცა მარკო ლივაიას ბოლო წუთებში ასპროცენტიანი მომენტი რომ გამოეყენებინა საკუთარ გუნდს სამ ქულას მოუტანდა.შეცვლაზე შემოსულმა ხორვატს ბურთი მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ მიუვიდა და ერთი მეტრიდან ვერ ... არ გაუმართლა.

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

გუნდური სტატისტიკა

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

საუკეთესო თავდასხმა: "იუვენტუსი" და "რომა" (39), "ფიორენტინა" (36), "მილანი" (34)

საუკეთესო დაცვა: "იუვენტუსი" (11), "ნაპოლი" (17), "ლაციო" (18)

ყველაზე ცუდი თავდასხმა: "პესკარა" და "პალერმო" (13), "კალიარი" და "სიენა" (16)

ყველაზე ცუდი დაცვა: "პესკარა" (35), "კალიარი" (33), "ჯენოა" (30) 

გადაცემების რაოდენობა: "იუვენტუსი" (9080), "მილანი" (8600), "ფიორენტინა" (8395)

ზუსტი პასების პროცენტი: "მილანი" (86,3%), "იუვენტუსი" (86,1%), "ფიორენტინა" (84,8%)

დარტყმები: "იუვენტუსი" (358), "რომა" (301), "მილანი" (298)

კარში დარტყმები: "იუვენტუსი" (133), "რომა" (107), "მილანი" (106)

ინდივიდუალური სტატისტიკა

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

გოლები

სტეფან ელ შაარავი ("მილანი") - 14
ედინსონ კავანი (ნაპოლი) - 13 (2)
მიროსლავ კლოზე ("ლაციო") - 10
ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე") - 10 (3)
ერიკ ლამელა ("რომა") - 10
პაბლო ოსვალდო ("რომა") - 9 (1)
დიეგო მილიტო ("ინტერი") - 8 (2)
სტევან იოვეტიჩი ("ფიორენტინა") - 8 (1)

ასისტენტები

ბორხა ვალერო ("ფიორენტინა") - 8
მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი") - 7
ანტონიო კასანო ("ინტერი") - 6
ფრანჩესკო ტოტი ("რომა") - 6
ფრანკო ბრიენცა ("პალერმო") - 5
ალეხანდრო გომესი ("კატანია") - 5
სებასტიან ჯოვინკო ("იუვენტუსი") - 5
სტეფანო მაური ("ლაციო") - 5

დარტყმები

ედინსონ კავანი ("ნაპოლი") - 63
სტეფან ელ შაარავი ("მილანი") - 62
ალესანდრო დიამანტი ("ბოლონია") - 62
ფრანჩესკო ტოტი ("რომა") - 59
სებასტიან ჯოვინკო ("იუვენტუსი") - 58
ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე") - 57
ფაბრიციო მიკოლი ("პალერმო") - 56

პასები

ანდრეა პირლო ("იუვენტუსი") - 1300
ბორხა ვალერო ("ფიორენტინა") - 1078
ფრანჩესკო ლოდი ("კატანია") - 1074
კრისტიან ლედესმა ("ლაციო") - 1061
ლუკა ჩიგარინი ("ატალანტა") - 1045
რიკარდო მონტოლივო ("მილანი") - 980
ედგარ ბარეტო ("პალერმო") - 974

ჯარიმები

იურაი კუჩკა ("ჯენოა") - 51
პერპარიმ ჰეტემაი ("კიევო") - 47
გონსალო ბერგესიო ("კატანია") - 42
რონალდო ბიანკი ("ტორინო") - 41
საფირ ტაიდერი ("ბოლონია") - 40
ალბინ ეკდალი ("კალიარი") - 40
ალესანდრო დიამანტი ("ბოლონია") - 40

ტურის ფრაზა

სერია ა. მე–18 ტურის შეჯამება

მასიმილიანო ალეგრი,"მილანის" თავკაცი,პლიუსებს იქ ეძებს,სადაც მისი პოვნა შეუძლებელია: 

"შესვენების შემდეგ ჩვენ მატჩში დაბრუნება შევძელით,ორი გოლი გავიტანეთ,მასპინძელთა გოლკიპერმა კი რამოდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა.ყოველთვის ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს.ვფიქრობ,რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ"
ნანახია: 665 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 guarinidzveli  
0
livaia sheni .......................................................... ra burti gamaza

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter