არაა გამორიცხული, ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა კარიერა მილანის "ინტერში” განაგრძოს, თანაც ისე, რომ "ნერაძურის” მასში თანხის გადახდა არ მოუწიოს. ამის შესახებ TMW იუწყება.
უკანასკნელ სეზონში, 27 წლის სერბმა ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უკვე დიდი ხანია, კლუბი მის გასხვისებას ცდილობს. ჯერჯერობით, რეალური მყიდველი არ ჩანს, ინტერესი კი, არაერთი კლუბიდანაა. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ "იუვენტუსმა” კრასიჩი, რომელიც წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებს, "ინტერს” ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაუთმოს. შეგახსენებთ, რომ კრასიჩი "ბებერ სინიორაში” 2010 წელს, მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა.
|