არაა გამორიცხული, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მილანის "ინტერის” მცველმა დუგლას მაიკონმა კლუბი არ შეიცვალოს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის "რეალს”, მაგრამ, ჯერჯერობით, გარიგება არ შემდგარა. თუკი მხარეები კიდევ დიდ ხანს ვერ შეთანხმდებიან, 30 წლის მაიკონი "ინტერთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ახალი ხელშეკრულების ძალით, მისი წლიური ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდება.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, მაიკონმა "ინტერის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
|