
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მილანის ინტერის დამარცხებას მოახერხებს. ინტერთან შეხვედრა ბაიერნისთვის გამოცდა იქნება. თეორიულად რომ ვისმჯელოთ, შანსები 50/50-ზეა. წარმატების მისაღწევად დაუზარლად უნდა ვიშრომოთ. ჩვენ გვახსოვს წინა სეზონში ნერაძურისთან მარცხი და ახლა რევანშის აღებაა აუცილებელი”- ციტირებს შვაინშტაიგერს Goal.com-ი. წინა სეზონში, ინტერმა რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:0 მოუგო. ამ გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი 1/8-ფინალური მატჩი 23 თებერვალს, ქალაქ მილანში გაიმართება.
|