მაისის მიწურულს, ფეხბურთის გულშემატკივრები სკუდეტოს ერთბაშად 3 მფლობელის ვინაობას გაიგებენ. ერთ-ერთი მათგანი, მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული გუნდი იქნება. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ამ შემთხვევაში საქმე 2005 და 2006 წლების სკუდეტოებთან გვაქვს. როგორც იცით, ამ წლებში, იტალიის ჩემპიონატი "იუვენტუსმა” მოიგო, მაგრამ კალჩოპოლის შედეგად დასჯილ ტურინელებს ორივე ტიტული ჩამოერთვათ.
ბებერი სინიორას” სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას განცხადებით, სასამართლოს მისმა გუნდმა ახლად აღმოჩენილი გარემოებები წარუდგინა, რომლებიც ტურინელთა უდანაშაულობას ამტკიცებენ. Corriere dello Sport-ის ცნობით, სასამართლო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს, რის შემდეგაც გაირკვევა, "ინტერს” დარჩება 2005 და 2006 წლების სკუდეტოები, თუ "იუვენტუსს” დაუბრუნდება ....
|