შაბათი, 21.12.2024, 17:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » SKYNEW
10:24
SKYNEW



მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კომენტარი გააკეთა იტალიის საფინანსო პოლიციის მიერ 41 საფეხბურთო კლუბის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. დონ მასიმომ ბრძანა, რომ სხვაგან რა მოხდა არ იცის, მათთან კი არავითარი ნიღბიანებისა და შეიარაღებული პოლიციელების შეჭრა არ მომხდარა. როგორც წესი და რიგია, ისე მოსულან და გარკვეული დოკუმენტები მოითხოვეს, რაც გადავეცით და ამას ჩვენთვის არავითარი უხერხულობა არ შეუქმნია და საერთოდაც, მშვიდად ვართ, რადგან უკანონოს არაფერს ჩავდიოდით და თუ რამ გადაცდომას გვიპოვნიან, მასაც უპრობლემოდ გამოვასწორებთო. ამასობაში გამოჟონა ცნობამ, რომ სამართალდამცავები ორი საფეხბურთო აგენტის, "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ფეხბურთში სამუდამოდ მუშაობააკრძალული ლუჩანო მოჯის ვაჟის, ალესანდრო მოჯისა და ალეხანდრო მაცონის მიერ განხორციელებული ტრანსფერების კანონებთან შესაბამისობას სწავლობენ, თუმცა ვიმეორებთ, ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა.
ნანახია: 695 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 intermilaniiiiiiii  
0

2 amiko  
0
nu akopireb 11X11 idan.... isedac vicodi rom interi araferrshi ar iko gaxveuli

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter