მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი კარიერას მახაჩკალის "ანჟიში" გააგრძელებს, ამის შესახებ რუსული გამოცემა Sportbox იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად გუნდებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ვესლი სნეიდერი გაფრინდა ავსტრიაში, სადაც "ანჟი" შეკრებას გადის.
როგორც ირკვევა რუსულმა კლუბმა სნეიდერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიდაიხადა, სნეიდერს კი ხელფასის სახით 15 მილიონი ევრო ექნება წელიწადში.
|