მილანის ინტერის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ვესლი სნეიდერი თვლის, რომ იუვენტუსთან და ფიორენტინასთან გასამართი დაპირისპირებები სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. მილანთან სხვაობის შემცირება გრძელდება. ვფიქრობ, თუ იუვენტუსს, შემდეგ კი ფიორენტინას დავამარცხებთ, ჩემპიონატის მოგებას მოვახერხებთ. სასიამოვნოა, რომ კვლავ ძველებურად ავთამაშდით. ვთვლი, რომ სეზონის ბოლოს, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ჩვენს კლასს – ავრცელებს სნეიდერის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი. შეგახსენებთ, რომ ინტერი იუვენტუსს 13 თებერვალს (თბილისის დროით 23:45 საათზე), ხოლო ფიორენტინას 16 თებერვალს (21:30 საათზე) დაუპირისპირდება. ამჟამად, ლეონარდოს გუნდი, ლიდერ მილანს 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანაქალაქელებთან შედარებით, ნერაძურის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
|