შეგახსნებეთ რომ ”ინტერის” ჰოანდიელიმა ნახევარმცველმა ამჟამინდელ კლუბში მხოლოდ 5 მატჩი ჩატარა. მას შემდეგ კი ტრამვირებულია ამას დაემატა ისიც რომ ფეხბურთელსა და კომპანიას შორის პრობლემებ გაჩნდა კონტრაქტთან დაკავშირებით რის გამოც ფეხბურთელს თამაშის საშუალება აღარ ეძლევა,მაგრამ ამის შესახებ კომენტარი ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა, რომ სნეიდერი ითამაშებს თუ არა მისი გადასაწყვეტია და ის პრობლემა რომელიც სნეიდერსა და ინტერის ხელმძღვანელობას შორისაა ამაზე გავლენას არ ახდენს.
ანდრეა სტრამაჩიონი:”სნეიდერი მაშინ ითამაშებს როცა ის არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც მზად იქნება, რადგან არ მინდა გუნდს პრობლემები შეუქმნა”
”ინტერის” ფეხბურთელებმა უკვე დაიწყეს ’ლაციოსთან” გასამართი მატჩისთვის მზადება რაშიც აქტიურადაა ჩართული უესლი სნეიდერც, ასე რომ დიდი შანსია სტრამაჩიონმა სიურპრიზი შემოგვთავაზოს და ჰოლანდიელი შაბათს მოედანზე გაიყვანოს,ეს ყველაფერი კი სნეიდერზეა დამოკიდებული თუ როგორ ფორმაში იქნება ფეხბურთელი.