"ფენერბახჩედან" გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანის "ინტერიდან" ვესლი სნეიდერის ყიდვას აპირებენ, რაც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უარყო, არსად არ მივდივარ, ნერიაძურისი ვრჩებიო. თურქული პრესა ამ ცნობას "ფენერის" პიარ-სვლად აფასებს, რადგან გარიგებულ თამაშებში ბრალდებულ კლუბს ყურადღების გადატანა სხვა რამეზე სურს. თავის მხრივ ვესლიმ დაამატა, რომ ძალიან კარგი იქნბა თუ "ინტერი" "ბარსელონაში" ფეხვერმოკუდებულ მის თანამემამულე იბრაჰიმ აფელაის იყიდის.
|