მილანის "ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი, კარიერას ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში” განაგრძობს. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი კარლო ანჩელოტის გუნდს იანვრის სატრანსფერო სეზონში შეუერთდება.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმებულნი არიან. ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარიზში სნეიდერის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის სნეიდერი "ინტერში” 2009 წელს, მადრიდის "რეალიდან” გადავიდა. ნახევარმცველმა მილანელთა მაისურით 114 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის ავტორი გახდა.