ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დიდი შანსია იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური კლუბი დატოვოს. სახელდება არაერთი ცნობილი გუნდი,სადაც შესაძლოა კარიერა განაგრძოს უესლი სნეიდერმა.მას შემდეგ რაც გუშინ ინტერმა ფეხბურთელი ნაადრევ საშობაო არდადეგებზე გაუშვა,კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე. "2012 წელს ბოლო ვარჯიში გამართეს კლუბთან ერთად სნეიდერმა და კოუტინიომ.ორივე მათგანი კლუბისა და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დღეიდან შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს.”-ნათქვამია კლუბის ოფიცილურ ვებ-გვერდზე.
|