sky sports-ში სტუმრად მყოფმა "ინტერის"დამრიგებელმა ანდრეა სტრამჩიონიმ თითქმის ყველა სატრანსფერო საკითხზე ისაუბრა.
კოუტინიო - "იმ მომავლის "ინტერში", რომელსაც საფუძველს ახლა ვუყრით, ფილიპე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მას სრულად ვენდობი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და წარმატებები წინ ელის. "ესპანილოში" თამაშისას ძალიან "გაიზარდა", რაც ნერიაძურის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაში უდავოდ დაეხმარება".
პოლი - "პოლისთან ერთად მუშაობა ადრე მომიწია და მისით ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი მოხიბლული. ხასიათებით ერთმნეთს ძალიან ვგავართ, რის გამოც დარწმუნებული ვარ საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ".
პაულინიო - "პაულინიო, იგი მარკო ბრანკას კადრია და ეს საკმარისია იმის სათქმელად, რომ აუცილებლად გაამართლებს".
პაცინი -" ეს ის თავდამსხმელია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. პაცოს ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში ჩაჯდომა თავისუფლად შეუძლია. მართალია, ახლა ძირითადის ფორვარდად დიეგო მილიტოს განვიხილავ, მაგრამ თუ დარჩება, სეზონის მიმდინარეობისას თავის გამოჩენის საშუალება პაცოს მიეცემა".
შიშის ფაქტორი - "შიში ძალიან ცუდი სიტყვაა, რადგან მე ახლა ფეხბურთზე ვლაპარაკობ. დიდი სურვილი მაქვს წარმატებას მივაღწიო და საამისოდ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. ეს სუპერგულშემატკივრები და პრეზიდენტი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები არიან. წარმატების არანაირი საიდუმლო არ მაქვს, უბრალოდ გავაკეთებ იმას, რასაც ნებისმიერი ჭკვიანი მწვრთნელი გააკეთებდა".
როგორც მაურინიო - "არ მინდა იმ ადამიანს მადარებდნენ, რომელმაც "ინტერში" დიდი ეპოქა შექმნა და კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მე ჯერ მხოლოდ ერთი რიგითი მწვრთნელი ვარ".
რომიდან ინტერში - "დედაქალაქის დატოვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მილანში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად მაინც გადმოვედი. სხვათაშორის, ბევრს არ სჯეროდა, რომ მართლა "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე".
4-2-3-1 - "ჩემი ოცნებაა "ინტერი" მუდამ სამი თავდამსხმელით თამაშობდეს და გასულ სეზონში ასეთი სტრატეგიით რამდენჯერმე ვიასპარეზეთ კიდეც". ლუკასი და პაულინიო სამიზნეში - "ლუკასი? ასეთი სახელის მქონე ფეხბურთელი ჩვენს გუნდში არ ირიცხება. მოდით ამის შესახებ მარკო ბრანკას ელაპარაკეთ".
მუდინგაი - "ძალიან საინტერესო ფეხბურთელია,მაგრამ მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია".
მაიკონის შემცვლელი - სისოკო? ეგ ხომ მარცხენა მცველია, დუგლასი კი როგორც იცით მარჯვნივ თამაშობს".
სნეიდერი - "ხელმძღვანელობისთვის სნეიდერთან დაკავშირებით არაფერი მითხოვია. როგორც ამჟამინდელი პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შესაძლებელია (იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას პსჟ-ში გადასვლა იგულისხმა) თუმცა, ჩვენს კლუბს რომ სხვანაირი შეხედულება აქვ, ეს ივან კორდობასა და ხავიერ ძანეტის შემთხვევებშიც კარგად გამოჩნდა".
რანოკია - " მოხარული ვიქნები, თუ იგი "ინტერში" დარჩება".
|