მილანის ინტერმა რომის ლაციოსთან გასვლითი შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში 1-0 დათმო.მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის ბოლო წუთებზე მიროსლავ კლოზემ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ინტერის მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი უკმაყოფილო იყო შედეგით და არა გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით.ახალგაზრდა სპეციალისტმა აგრეთვე შეაქო მოწინააღმდეგე გუნდის ლეგენდარული თავდამსხმელი,მიროსლავ კლოზე.
"შეხვედრის პირველ ნახევარში ლაციო უკეთ გამოიყურებოდა.მათ შეძლეს და სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოგვაქციეს.მიუხედავად ამისი,მეორე ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ.ვიმსახურებდით გატანილ გოლს,მაგრამ ეს ფეხბურთია და არაფერია გასაკვირი.
ცუდად ითამაშა თუ არა დაცვის ხაზმა კლოზეს გატანილი გოლის დროს?ჩვენ დავუშვით შეცდომა შეტევის პირველ ფაზაში,მაგრამ აუცილებლად უნდა შევაქოთ კლოზე,ბრწყინვალე შესრულებისთვის.”-განაცხადა ანდრეა სტრამაჩონიმ.