მილანის "ინტერის” სერბი ვეტერანი დეიან სტანკოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ნერაძურის” დატოვებს. Football Italia-ს ცნობით, ამ კვირაში 34 წლის ფეხბურთელისა და კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართება და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედი კონტრაქტი შეწყდება. მიუხედავად ამისა, სტანკოვიჩი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს და თამაშს ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში”, ან არაბთა გაერთიანებულ საამიროების "ალ ვასლში” გააგრძელებს. სერბი ფეხბურთელი "ინტერში” 2004 წლიდან თამაშობს და მილანში 2014 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ვალტერ მაცარიმ საკუთარ ტაქტიკურ მონახაზში ადგილი ვერ მოუძებნა.
|