მილანის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა ფიქრობს, რომ მისი თანამემამულე განსო, მილანურ გუნდებს შორის, არჩევანს ინტერზე შეაჩერებს. სილვას განცხადებით, ამის მიზეზი ნერაძურის მთავარი მწვრთნელი, ლეონარდოა. სამწუხაროდ, ძნელი იქნება განსოს მილანში თამაშზე დაყოლიება. ჩემი აზრით, ლეონარდო მოახერხებს მის მოხიბლვას, რადგან მას ეს კარგად გამოსდის. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: მილანში გადმოსვლამდე მცირე ხნით ადრე, ინტერთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. შემდეგ, საქმეში ლეონარდო ჩაერთო, რომელიც მესაუბრებოდა მილანელოზე და ჩემს მომავალზე. რამდენიმე კვირაში, ინტერს უარი ვუთხარი და მილანთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი – ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.
|