ლონდონის ტოტენჰემი ზაფხულში შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს. დეზების ხელმძღვანელთა სამიზნე, მილანის ინტერის მაკედონიელი ფორვარდი, გორან პანდევია. Transfermarketweb-ის ცნობით, ტოტენჰემი მზადაა, პანდევში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. 27 წლის მაკედონიელი ფეხბურთელი ნერაძურიში 2010 წელს, ლაციოდან გადავიდა. მას კონკურენციის გაწევა სამუელ ეტო’ოსა და დიეგო მილიტოსთან უჭირდა, ახლა კი, კლუბში ჯამპაოლო პაცინიც მივიდა, რამაც პანდევის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი კიდევ უფრო შეამცირა. პანდევმა, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
|