სპორტული სააგენტო SportRadar-ის მონაცემებით, წამყვან ევროპულ ჩემპიონატებს შორის, ყველა კორუმპირებული პირველობა იტალიელებს აქვთ. თუ "ბებერი კონტინენტის" ყველა ჩემპიონატს ჩავთვლით,
აპენინელები, ალბანეთის შემდეგ, მე-2 ადგილზე არიან. კორუმპირებული ჩემპიონატების შეფასების კრიტერიუმად 2009-2012 წელებში, გარიგებული მატჩების რაოდენობაა აღებული. როგორც გაირკვა, გასული 3 წლის განმავლობაში, ალბანეთში თამაშის გარიგების შემთხვევა 97-ჯერ დაფიქსირდა. იტალიაში, ასეთი რამ 70-ჯერ მოხდა. ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან იტალია ერთადერთია, რომელიც ათეულში მოხვდა. ეს ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ალბანეთი - 97 გარიგებული თამაში 2. იტალია - 70 3. მოლდოვა - 66 4. ესტონეთი - 46 5. საბერძნეთი - 45 6. რუსეთი - 42 7. მაკედონია - 37 8. ბულგარეთი - 35 9. ლატვია - 31 10. ლიტვა - 31
|