20 წლის იტალიელი მარჯვენა მცველი დავიდე ფარაონი "უდინეზეს" ფეხბურთელი გახდა.
FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფარაონიმ უდინელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სატრანსფერო თანხა არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორფმაციის თანახმად, "ინტერმა" ფარაონი სამირ ჰანდანოვიჩის ტრანსფერისთვის გამოიყენა. როგორც იცით, "უდინეზეს" აწ უკვე ყოფილი მეკარე, ცოტა ხნის წინათ, მილანურ გუნდში გადავიდა.
მარკო დავიდე ფარაონი "ინტერის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მილანელთა პირველ გუნდში იგი 2011 წელს მოხვდა და სერია A-ში ჩატარებულ თოთხმეტ მატჩში, ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელმა 1 გოლი გაიტანა.
|